წესები და პირობები

INO-ს საიტის გამოყენების პირობები

მოგესალმებით Ino-ზე, საიტი წარმოადგენს საშუამავლო ვებ-პლატფორმას, სადაც თქვენ, როგორც მომხმარებელს შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი სერვისი. ჩვენ ვაერთიანებთ უძრავი ქონების მეპატრონეებს, სამშენებლო სფეროში და მის მომიჯნავედ მომუშავე სპეციალისტებს, რადგან გვჯერა, რომ სასურველ სერვისზე წვდომა უნდა იყოს მარტივი და სწრაფი. 

 

შემდეგ არსებული დოკუმენტი წარმოადგენს ლეგალურ შეთანხმებას ჩვენს, როგორც საიტის ადმინისტრაციას, და თქვენს როგორც, მომხმარებელს, შორის. 

საიტის ადმინისტრაცია და ლეგალური მხარე მომდევნო დოკუმენტში აღნიშნულია როგორც: ინო.ჯი (ასევე ინგლისურად) და ჩვენ

მოცემული დოკუმენტი მოიცავს თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის საინტერესო დეტალებს. 

მოცემულ დოკუმენტზე თანხმობის მიცემით, თქვენ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ინო.ჯი-ს პლატფორმა. 

 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ თითოეულ პუნქტს. 

 

ტერმინები

"საიტი"- ვებ გვერდი https://www.INO.ge

"მმართველი კომპანია"- ვებ გვერდი https://www.Ino.ge-ს მმართველი კომპანია, შპს "კეპლერი".

"მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ სერვისს.

"განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია/პორტფოლიო სერვისის პროვაიდერის მიერ.

 

1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება სერვისის მაძიებელსა და სერვისის შემთავაზებელს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

1.2 მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება სასურველი სერვისის ძიებაში.

1.3 მმართველ კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული სერვისები.

1.4 განცხადებაში მითითებული სერვისის კანონიერება არ კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ.

1.5 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლებს შორის კონტაქტის დამყარებას.

1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

1.8 გამომდინარე 1.7 პუნქტიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

1.9 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

1.10 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

 

2. განცხადების განთავსება პროფესიონალებისთვის

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

2.2 საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ Ino.ge-ს საიტით სარგებლობის წესებს.

2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს,16 წლიდან, რომელსაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება და ცოდნა.

2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ნამდვილი ინფორმაცია კომპანიის, სერვისის და შესრულებული ნამუშევრების შესახებ. შესრულებული ნამუშევრები უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით,როგორიცაა სურათი თუ ნახაზი. განცხადებაში ატვირთული ფოტოები უნდა ეკუთვნოდეს განცხადების მეპატრონეს. აკრძალულია განცხადებაში სხვისი ნამუშევრის ატვირთვა,მისი სიტყვიერი თუ წერილობითი დასტურის გარეშე . ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს სააგენტოს/კომპანიის ლოგო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი.

2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია შეთავაზებული სერვისის შესასრულებლად

2.6 ვებ გვერდზე განცხადების/პორტფოლიოს განთავსება არის უფასო.

2.7 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება ნებისმიერი სერვისის შესახებ, რომელიც ეხება სამშენებლო სფეროს, მათ შორის: პროექტირება-კვლევის, მშენებლობისა და რემონტის, საცალო ან კომერციული რეალიზაციის, საამქროს, ქირავნობის, გადაზიდვისა და დასუფთავების.

2.8 განცხადება არ უნდა :

2.8.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

2.8.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

2.8.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.

2.8.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.

2.8.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

2.8.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.

2.8.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.

2.8.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.

2.8.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.

2.8.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.

2.8.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიექტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ (მათ შორის, აკრძალულია ფასიანი სატელეფონო საინფორმაციო მომსახურების მქონე ტელეფონის ნომრების განცხადებაში ან მომხმარებლის/კომპანიის პროფილში მითითება).

2.8.12 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

2.9 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა კომპანიის ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ კომპანია განთავსებლია საიტზე.

2.10 საიტზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.

2.11 საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

2.12 მომხმარებლის ინფორმაცია საიტზე თავსდება ველების შევსებიდან 24 საათის განამვლობაში.

2.13 არაპროფესიონალი პროფილის მომხმარებელს შეუძლია დატოვოს შეფასება, რომელიც აუცილებელია შეესაბამებოდეს საიტზე ნებისმიერი ტექსტის განთავსების პირობებს, რომელიც გათვალისწინებულია

2.8 პარაგრაფში

 

3. მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები

3.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.

3.2 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სრულ სიზუსტეზე.

3.4 მმართველი კომპანია ვერ იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.

3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.7 პუნქტის დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე 1 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.

3.6 2.7 პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი.

3.7 მმართველ კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.

3.8 მმართველი კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.

3.9 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

3.10 მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

3.11 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.12 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.14 მმართველ კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.

3.15 საიტის ადმინისტრაციას აქვს უფლება გადაამოწმოს განთავსებული ინფორმაციის სისწორე ან მოთხოვოს მომხმარებელს დამატებითი დამადასტურებელი ინფორმაციის განთავსება. 

 

4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს

4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე 2.7 პუნქტისგან განსხვავებული განცხადების განთავსება.

4.4 მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს მმართველ კომპანიას, ღილაკი "არასწორი განცხადების შეტყობინება"-ს მეშვეობით, იმ განცხადების შესახებ, რომლებიც რაიმე სახით არღვევენ ვებ გვერდის წესებს, ან ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

4.5 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.

4.6 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

4.7 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს მმართველ კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.

4.8 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.9 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.

4.10 მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია/მომსახურეობა სრულ შესაბამისობაშია „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში.

4.11 მომხმარებელი ასევე აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ განსათავსებელ პროდუქციაზე/მომსახურეობაზე მიწოდებული ინფორმაციითა და სარეკლამო მასალით ან/და მისი შექმნით არ დაირღვევა მესამე პირების საავტორო უფლება.

4.12 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელი ადასტურებს, რომ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გააუქმებს შესაბამის განაცხადს ან/და არ ექნება პრეტენზია ინო.ჯი-ს მიერ ამგვარი განცხადების გაუქმების თაობაზე, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა მომხამრებლის მიერ განცხადებულ გარანტიებსა და ინო.ჯის ონლაინ პორტალზე რეგისტრირებულ განცხადებებს შორის.

4.13 მომხმარებელი ასევე თანახმაა, სრულად აანაზღაუროს წინამდებარე განცხადებების შეუსაბამობის შედეგად "ინო.ჯი"-სათვის მიყენებული ზიანი და დაკისრებული ჯარიმები.

4.14 საიტზე განცხადების განთავსებისას, მის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია მომხმარებელმა შეავსოს ყველა საჭირო ველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას არ გამოაქვეყნოს განცხადება.

4.15 მომხმარებელს აქვს უფლება უარი თქვას საიტისგან საინფორმაციო წერილებისა და სიახლეების მიღების შესახებ შეთავაზებას.

4.16 მობილურის ნომრის შეყვანისას მომხმარებელი ავტომატურად ხვდება სიაში, რომელიც ითვალისწინებს კომპანიისგან სარეკლამო, საინფორმაციო თუ ნებისმიერი სხვა სახის შეტყობინების მიღებას.

 

5.რეგისტრაციის წესები:

5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა, დაბადების წელი და სხვა

5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

5.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

5.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

 

 

 

საიტით სარგებლობის პირობა:

საიტზე შესვლისას, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ მისი კონტენტი, მომხმარებლების მიერ განთავსებული განცხადებები, ფოტოები და სხვა ინფორმაცია, წარმოადგენს საიტის საკუთრებას. ამ მასალის არასანქცირებული გამოყენება და/ან ნებისმიერი სახით დუბლირება, გადატანა მესამე მხარის საკუთრებაში არსებულ სივრცეში, წარმოადგენს საიტის კომერციული „დოვლათით“ სარგებლობას, რაც მკაცრად აკრძალულია ამ საიტის მხრიდან საჯარო თანხმობის და/ან შპს „ინო.ჯი“-ს წერილობითი ნებართვის გარეშე. 

 

საფუძველი:

  • ვებ-გვერდი www.ino.ge წარმოადგენს შპს “კეპლერის“-ს კუთვნილებას. "Ino.ge"-ს გააჩნია საიტზე განთავსებული კონტენტის, მათ შორის და არა მხოლოდ ფოტომასალისა და მომხმარებლების მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კომპანიას ასევე ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას, აკრძალოს საიტზე განთავსებული მასალების ნებისმიერი ფორმით უნებართვო სარგებლობისა და გავრცელების ფაქტი;

  • შპს “ინო.ჯი“ იტოვებს უფლებამოსილებას, საიტზე განთავსებული კონტენტის, მათ შორის და არა მხოლოდ ფოტომასალისა და მომხმარებლების მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენების/სარგებლობის შემთხვევაში, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება „ვებ-გვერდის მოხმარების წესების“ შესაბამისად;

  • საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა წარმოადგენს დასჯად ქმედებას და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხილეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლი) 

 

უსაფრთხოების წესები

ამ პარაგრაფში კითხულობთ იმ უსაფრთხოების წესების შესახებ, რომლითაც ხელმძღვანელობს საიტი თქვენი საჯარო და პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, გადამუშავებისა და მესამე პირებისთვის გადაცემის დროს.

1.1 ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას საიტის ვიზიტისას, საიტზე ინფორმაციის განთავსებისა და მესამე პირებისგან. ასევე ვიყენებთ ინფორმაციას ქუქიებიდან და შესაძლებელია ვიცოდეთ სად იმყოფებით ტერიტორიულად.

1.2 ჩვენ აღვრიცხავთ საიტზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის ჩვენი გამოკითხვით და პირდაპირი კონტაქტით მიღებულ ინფორმაციას, მეილის, ტელეფონისა და სხვა საკონტაქტო საშუალებების დახმარებით.

1.3 საჯარო თუ პერსონალური ინფორმაცია, შეიძლება მოგვეწოდოს მესამე პირებისგან,რომლებიც თქვენი თანხმობით კავშირში შემოდიან ჩვენი საიტის გამართულ ფუნქციონირებასთან.

1.4 საიტის ადმინისტრაციამ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გამოითხოვოს და შეაგროვოს ინფორმაცია თქვენს შესახებ, როგორც საჯარო ასევე პირადი. 

1.5 ვიზიტის, რეგისტრაციისა და საიტით სარგებლობის შემთხვევაში თქვეი ინფორმაცია ავტომატურად გროვდება ჩვენს სერვერზე, ესენია: ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერის ენა, IP მისამართი და სხვა. 

1.6 ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ავტომატურად გვიზიარდება, თუ ასეთი ფუნქცია ჩართული გაქვთ ბრაუზერში, შეგყავთ საიტზე ხელით ან აქტივირებული გაქვთ მობილურში. 

1.7 საიტზე გვაქვს ჩართული ქუქიების ფუნქცია, რაც გულისხმობს თქვენი ინფორმაციის შეგროვებას. ეს ინფორმაცია გულისხმობს საიტზე ვიზიტისას თქვენ მიერ დათვალიერებულ, არჩეულ და გადახარისხებულ სერვისებს. 

1.8 განცხადების წაშლის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავიტოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ.

გაქვს კითხვები?

მიმართე შენს პერსონალურ მენეჯერს
დაგვიკავშირდი

საიტი იყენებს ქუქიებს. საიტის დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ ქუქიების გამოყენების პირობებს.